ნატო მეტონიძე – დაახლოებით მაინც

ავტორი: თამარ ბაბუაძე

შთაბეჭდილება
9 ივნისის საღამო. ოპერის თეატრი. ჩაბნელებული სცენა და ჩაბნელებული დარბაზი თითქოს გაერთიანდა. ისედაც სავსე შავ ფერს თანდათან მუსიკა პირთამდე ავსებს. მერე უკვე დარბაზს სცენისგან ლურჯი განათება აცალკევებს. ჩნდებიან თეთრი, თხელი სხეულები, ალაყაფის კარს აღებენ და სცენაზე კიდევ ერთი თეთრი გოგონა გამოჰყავთ. მსხვილი პლანი გოგონას სახეზე და შიშისგან დამრგვალებული წყვილი თვალი.
ეს ნატო მეტონიძეა, შიში კი – ყველაზე დიდი ვნება, რომელიც გია ყანჩელის მუსიკას ეზავება და ახალ სიმფონიას წერს.
ნატოს სცენის ხშირად ეშინია, მაგრამ დღეს მაინც სულ სხვა პასუხისმგებლობას გრძნობს. თუმცა, აი, კიდევ ერთი ნაბიჯი სცენაზე, პირველი აკორდი სრულ სითეთრესა და სიჩუმეში და შიშიც თანდათან მუსიკალურ თამაშად გარდაიქმნება.
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი~ - მღერის ის რამდენიმე ტაქტში და უკვე მსახიობს ემსგავსება. ხმასთან ერთად მიმიკაც, აცახცახებული ყბაც, გაფართოებული თვალებიც, თხელი, თეთრი სხეულიც და წინ გაწვდილი თითებიც თანაბრად განიცდის და გადმოსცემს კინოდან და თეატრიდან ამოჭრილ და ახლებურად გააზრებულ მელოდიებს; ხან იმას, რომ:ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს~, და ხანაც იმას, რომ `სულს ნისლისკენ სვლაში სევდა ლევს~…
სახსოვარი

  • აქსესუარი, რომლის გარეშეც ვერ ძლებ.
  • ასეთი არ არსებობს. ნივთებს არ ვიჩემებ. თუმცა, არა, არის ასეთიც. მაგალითად, ეს ბეჭედი. ძალიან მიყვარს და სულ ვატარებ. გია ყანჩელმა გამომიგზავნა კონცერტების შემდეგ, მადლიერების ნიშნად.
    ეს ბეჭედი, სიმღერისგან მიღებულ სიამოვნებასთან და ყანჩელის კომპლიმენტთან ერთად, ნატო მეტონიძის უძვირფასესი სახსოვარია.
    . . .
    იმისთვის, რომ კარგად დაინახო, გაიცნო და შეიცნო, ნატო მეტონიძე კარს ფართოდ არ აღებს. ბევრ სიტყვას არ ხარჯავს. ხელებით არაფერს გიხსნის. არც გულიანად იცინის. არც თვალები ენთება.
    დაბალი ტემბრი, ნელი ინტონაცია, ღრმა გამოხედვა, სადა აზრები, გულითადი დამოკიდებულება და ეგაა. ნატო მეტონიძეს ამ სიმშვიდეში უნდა შეხვდე. თუ მიაგნებ, ხომ კარგი, თუ არადა, სხვა გზა არაა, უკან უნდა გაბრუნდე. ამბობს: არ ვიცი, რაოდენობრივად ბევრი მეგობარი მყავს თუ ცოტა, მაგრამ რამდენიც მყავს, ხარისხიანია. მათთან იმ დონეზე ვიხსნები, რამდენადაც საერთოდ შემიძლია~. ალბათ, ასეთი პოზის (თუმცა, ბუნებრივი პოზის) გამოა, რომ ნატო მეტონიძეს ბულვარულმა პრესამ ვერაფერი გაუგო. ალბათ, ამის გამოა, რომ ნატო მეტონიძე ქართველებმა დანარჩენი ვარსკვლავებივით ჩვეულებრივად ვერ შეიყვარა. მკითხველები მის გარშემო არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმს მწირი ცნობებით ვერ ივსებენ და რადგან მისი ხმა ამ ცნობების გარეშეც ძალიან მოსწონთ, ნებას რთავენ, ოდნავ განზე იდგეს; ნებას რთავენ, პრესის ყვითელ ფურცლებზე სხვებივით არ გამოფინოს ტრივიალური დეტალები, სკანდალურს რომ ეძახიან. ნატო მეტონიძეს სწორედ იქ შევხვდი, სადაც ხშირად არის ხოლმე - დაბალ ტემბრში, ნელ ინტონაციაში, ღრმა გამოხედვაში, სადა აზრებში, გულითად დამოკიდებულებაში და გულწრფელობაში. ვსაუბრობთ დიდხანს, ძირითადად, მუსიკაზე, მერე რეკავს ტელეფონი, თან ჩაიც ადუღდა. მალე ბრუნდება:სად გავჩერდით? ხო, `მეფე ლირზე~. ნუ, რადგან უკვე ამ პროექტზე გიყვებოდი, ესე იგი, ბოლოშიც გავსულვართ~.
    ჩვენ კი ახლა თავიდან დავიწყოთ, რადგან ნატო თავიდანვე მღერის. ბავშვობიდან.

მზიური ბავშვობა

მზიურში~ ხუთი წლის იყო, როცა დედამ შენიშნა: მუსიკის გაგონებაზე ნატო სმენას ძაბავდა და ხმას აყოლებდა.მზიურის~ ფირფიტას როცა ასმენინებდნენ, აღტაცებას ვერ მალავდა. ხვდებოდა, რომ პატარა ბავშვები მღერიან და ეს მოსწონდა. მერე უკვე ინსტრუმენტთანაც გათამამდა და ფირფიტაზე მოსმენილს ფორტეპიანოზე აწყობდა. დის ოთახიდან კლასიკური მუსიკის ჰანგები ესმოდა. ჯარიდან დაბრუნებული ძმის ფირსაკრავი კი ბარი უაითს, დონა სამერს და Bეე Gეესე~-ს უკრავდა. მათი წყალობით გროვდებოდა მუსიკალური შთაბეჭდილება, თუმცა, არა იმდენად ძლიერი, რომ ეს დღეს მუსიკალურ გავლენად განიხილოს: არასდროს არ მაქვს პასუხი კითხვაზე, თუ ვინ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა. ვერასდროს ვერ ვხვდები. ალბათ, თავისთავად ყველაფერმა~.
მიიყვანეს რკინიგზელთა სახლში, ვოკალურ ჯგუფში. პირველი კონცერტიც იქვე შედგა. იქვე განიცადა პირველი შიში.
სამნი ვმღეროდით. რუსული საბავშვო სიმღერა იყო. რომ დაგვაწყვეს და მოგვამზადეს კულისებში, დედა დარბაზში ჩავიდა. რა მოხდა, აღარ მახსოვს, ან რა ვიგრძენი. მაგრამ იმდენად დიდი იყო განცდა, რომ სცენაზე აღარ გავედი. სქელი ხავერდის ფარდაში შევიყუჟე და დავიმალე. ბავშვს ხომ ფაქიზი ტვინი აქვს, რაღაცეები ალბათ წინასწარ უნდა აუხსნა, თორემ მოქმედებს. თან უკვალოდ არაფერი ქრება. და, ალბათ, ეს არანორმალური შიშიც სცენის მიმართ ბავშვობიდან ამყვა~. მერე, ალბათ, აუხსნეს, რომ საშიში არაფერია და ურთულესი ნაბიჯიც კულისებიდან სცენამდე მარტომ გადადგა. მართალია, ეს შიში, დროდადრო, ახლაც იჩენს ხოლმე თავს, მაგრამ პირველი ბგერის აღება გარეემოციებს მაშინვე აქრობს და უკვე რამდენიმე წამში, ნატოს გარემოც მხოლოდ იმ მელოდიით ივსება, რომელსაც ასრულებს. რკინიგზელთა სახლის ჯგუფიდან მესამე თაობისმზიურში~ მოხვდა. ურეკში ბანაკში წასულ მზიურის~ გოგონებს ნატოც შეუერთდა. მეგობრები და რეპერტუარი თითქმის ერთდროულად გაიჩინა. მზიური~ კი ბავშვობას მხიარულ ხაზად გაჰყვა. არ ვიცი, თუ შეიძლება არსებობდეს ამაზე უფრო დატვირთული და სახალისო ბავშვობა, როგორიც ჩვენ გვქონდა. ვმოგზაურობდით პოლონეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ვცხოვრობდით ბანაკებში. თან პროფესიული თვალსაზრისითაც უდიდეს სკოლას გავდიოდით. ერთმანეთს ვენაცვლებოდით სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, ჩვენ თვითონ ვშლიდით სიმღერებს ხმებში და ვარჩევდით ახლებსაც. 13-14 წლის ვიყავით და ორგანყოფილებიან კონცერტებს ვატარებდით. ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასად ხდებოდა. მახსოვს,მაკნატუნაზე~ წაგვიყვანეს მოსკოვის დიდ თეატრში, სამეფო ლოჟაში დაგვსვეს, ჩვენ კი, დაღლილებს, ჩაგვეძინა. ამისთვის მერე დაგვსაჯეს კიდეც.
საერთოდ, ამაზე ბევრს არ ვფიქრობდით ხოლმე, მაგრამ ხანდახან საბჭოური სისტემა, რომელშიც გვაცხოვრებდნენ, ძალიან გვღლიდა. რუსი ბავშვებისთვის ეს მისაღები რეჟიმი იყო, ჩვენთვის კი უცხო და ამიტომ ჩნდებოდა გაქცევის ბუნებრივი სურვილიც. ერთხელ კოჯრის ბანაკიდან გავიპარეთ. ღამით თბილი ტანსაცმელი ჩავალაგეთ, დილას ვისაუზმეთ, და ჩვენი ჩანთებიანად მესერზე დავიწყეთ გადაძრომა. რამდენიმე გოგო უკვე ტყეში იყო გადასული, როცა ბანაკიდან რუპორის ხმა გაისმა: ნატო მეტონიძე გამოცხადდეს ჭიშკართან~. თურმე, დედაჩემი ჩამოსულა სანახავად. ყველანი უსიტყვოდ დავბრუნდით უკან. მაგრამ მერე უკვე ჭიშკრიდან გავიპარეთ და კოჯრის კინოთეატრშიჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია~ ვნახეთ. მახსოვს, პოლიციის მანქანებით გვეძებდნენ, გვიპოვეს, დაგვაბრუნეს და დაგვსაჯეს – ვახშამი არ გვაჭამეს~.
მეორე გაქცევა არტეკის ბანაკში მოაწყვეს. დათქმულ დღეს, ნატო, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი, პოლიტინფორმაციით უნდა გამოსულიყო დანარჩენების წინაშე. რა პრობლემაა, გავიპაროთო~ - იპოვეს გამოსავალი და გაიპარნენ. ბანაკს გორაკის მხრიდან მოექცნენ და ქვევით გადასარევად ხედავდნენ, როგორ დაეძებდნენ ყველანიმზიურის~ გოგოებს. მერე გაქცევაც გაამართლეს, არტეკის ბანაკის დამაარსებლის სოლოვიოვის საფლავთან მივიდნენ, წრე დაარტყეს და შენ ხარ ვენახი~ უმღერეს. უკან დაბრუნებულები, ცხადია, ისევ ვახშმის გარეშე დატოვეს. მერე კი დამთავრდა სკოლა და დამთავრდამზიურიც~.
როგორი პატარა პერიოდი იყო და ამ დროს, როგორი დატვირთულიც _ შთაბეჭდილებებით, ამბებით. ძალიან საინტერესო ცხოვრება გვქონდა. თითქოს, ჩვენ თვითონ ვიგონებდით ჩვენივე ცხოვრებას. ამიტომ ბოლო, გამოსამშვიდობებელი კონცერტი ფილარმონიაში ძალიან მძიმედ მახსენდება. ყველაფერი დამთავრდა და უცხო სხეულში აღმოვჩნდით, მე და რამდენიმემზიურელი~ _ პედაგოგიურ ინსტიტუტში~.

პედაგოგიკა ესტრადის თანხლებით
კითხვაზე, ვინ გინდა, გამოხვიდე, არასდროს არ ვპასუხობდი: ექიმი, პოლიციელი, კოსმონავტი. მე სულ მომღერლობა მინდოდა. ოღონდ, არ ვიცოდი, ეს როგორ უნდა მომხდარიყო. და რადგან ბავშვობიდან ვმღეროდი, მეგონა, რომ სულ ასე უნდა გაგრძელებულიყო~. პრინციპში, ასეც მოხდა. გზა თავისით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გამოიკვეთა. ნატომ და ორმამზიურელმა~ გოგონამ პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩამოაყალიბეს ტრიო ნატალი~ და პაუზის გარეშე განაგრძეს სიმღერა. გვიწვევდნენ გეპეის თეატრში, შემოქმედებით საღამოებზე. მე პარალელურად მოვხვდი ჯაზ-კვარტეტშიც 3+1~.მანჰეტენის~, ჩიკ კორეას, ელ ჯეროს კომპოზიციებს ვასრულებდით. ცხადია, ეს იყო მიბაძვა, მაგრამ სიმღერა მაინც გვსიამოვნებდა~.


3+1~ ახლად გახსნილ დათოს ჯაზ-სოულ კლუბში გამოდიოდა. 90-იანების თბილისის ჯაზ-კლუბში - ჯაზური სითბო და განწყობა იყო. სახლიდან გარბოდნენ, რომ იქ ჩასულიყვნენ და საკუთარი თავისთვის კარგ განწყობაზე დადგომის, გაღიმების უფლება მიეცათ. ჯაზ-კლუბში შეყუჟვა, ჩიკ კორეას შესრულება და თბილისური გარემოს ამ გზით დავიწყება, ალბათ, რაღაც გაგებით თამაშიც იყო, რომელმაც მომღერლები შემოქმედებითად გადაარჩინა, მსმენელი - მორალურად. მუსიკალური დინება, რომელიც ბავშვობიდან დაიწყო, არც მერე გამქრალა, პირიქით, ფართო კალაპოტიან მდინარეს შეუერთდა.ნატალი~ დაიშალა, ჯაზ-კვარტეტმაც მისი ბედი გაიზიარა, მაგრამ ნატომ მარტო განაგრძო სიმღერა.

Q&A ანალიზის პრეტენზიით
სიმღერა საით მიდიხარ~ სპექტაკლიდანხანუმა~ – ნატო მეტონიძე ბევრისთვის სწორედ ამ სიმღერასთან ასოცირდება, ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდეგ – მით უფრო. საქმეში ცოტა უფრო ჩახედულები იხსენებენ ბიძინა კვერნაძის საღამოს და რევაზ ლაღიძის სიმღერებსაც, რომლებიც ნატოს უმღერია. თუმცა, გონების დაძაბვა და გვერდზე მდგომის თითების მოშველიება მეტონიძის რეპერტუარში შემავალი სიმღერების ჩამოსათვლელად საჭირო არ არის. მას უკვე დიდი ხანია, ერთი და იგივე რეპერტუარი აქვს. თუ სხვებისთვის ეს ერთფეროვნებას ნიშნავს, ნატოსთვის კარგი ხარისხით მაქსიმალური ტკბობაა და სხვა არაფერი. ამიტომაც არის, როცა ეუბნები, რომ პრეტენზიულია, თანხმობის ნიშნად თავს გიქნევს.
სულ ერთი არ არის, რას ვიმღერებ. უკვე წლებია, რამდენიმე სიმღერის ამარა ვარ, მაგრამ ამას არ განვიცდი. ალბათ, არც აქტიური ტიპი არ ვარ და ესეც ერთ-ერთი მიზეზია. არიან მომღერლები, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე პროექტზე შეუძლიათ მუშაობა. მე კი სულ მჭირდება ბიძგი, შემოთავაზება, ინიციატივა, იდეა~. თუმცა, შემოთავაზებაზე რეაგირებას სიმულტანურად არ ახდენს. როგორც უკვე ვთქვით, ნატოს რიცხობრივად მწირ რეპერტუარს ორი გამართლება აქვს:არ ვარ აქტიური ტიპი~ და პრეტენზიულობა. შემოთავაზების მიღების დროსაც ორივე გარემოება მონაწილეობს. ხან არ გამომივა~ ჭარბობს, ხან -არ მომწონს, ჩემად ვერ აღვიქვამ~. და თუ მაინც სთხოვ, დაგიკონკრეტოს, რა კრიტერიუმებით ირჩევს სიმღერებს, გიპასუხებს: მთავარია, ჩემს განწყობას ესადაგებოდეს. შეიძლება, არაფრით გამორჩეული არ იყოს, მაგრამ მე სხვანაირად შემეხოს და მაშინვე მომანდომოს ამღერება. მაქვს ამის პრეტენზია, მინდა, სიმღერა ჩემთვის იყოს მოფიქრებული და დაწერილი~. ასეთი გამორჩეული ეგოთი, ქართული ესტრადის ნიშაში სად გრძნობს თავს? - მაინტერესებს. პასუხი მშვიდია და სადა: თავისთავად, მეც აქ ვიგულისხმები და რაღაცეებს თავისთავად, გაუპროტესტებლად ვიზიარებ, მეც მისი ნაწილი ვარ და იმიტომ. უბრალოდ, ერთია _ ცხოვრების წესი მაქვს ოდნავ განსხვავებული – პასიური. თუ სხვები აქტიურად შრომობენ, კლიპებს იღებენ, თუ შეუძლიათ, ყოველ კონცერტზე ახალი სიმღერა გაიტანონ, მე – არა. მე მიყვარს სიმღერები, რომელთაც უკვე ჩემი ჰქვიათ და არ მაწუხებს ის, რომ არ მაქვს კლიპები. ამ სიმღერებს შარშანაც ვმღეროდი, შარშანწინაც და მომავალ წელსაც ვიმღერებ, თუ ვინმემ რამე ახალი არ შემომაშველა.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვების აქტიურობა მაღიზიანებს. თუ აქ ყოფნა გინდა, შრომა და ბრძოლაც უნდა შეგეძლოს.
მე? ჩემს შემთხვევაში ყველაფერი თავისთავად ხდება. თავიდანვე ასე აეწყო. მინდოდა მომღერლობა და სიმღერა მართლაც არასდროს შემიწყვეტია. მაგრამ ეს თითქოს დინებას აყოლა, ცხადია, შრომას არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს. თითოეული ჩემი პროექტი და, განსაკუთრებით გია ყანჩელის პროექტი, უდიდესი შრომის შედეგია~.
ჩემი ცნობისმოყვარეობა კი არ ცხრება. ახლა კომპრომისებით ვინტერესდები, რადგან თუ სიმღერების არჩევისას ნატო კარგი გაგებით, პრეტენზიულია და თუ ამავე დროს განუვითარებელი ქართული ესტრადის ბუნებრივ ნაწილადაც მოიაზრებს თავს, მაშინ, უდავოდ, სადღაც ეს კომპრომისებიც უნდა იმალებოდნენ. და იმალებიან კიდეც:
დაკონკრეტება მიჭირს, მაგრამ მახსოვს კონცერტები, რომლებშიც ჩემი ადგილი არაფრით არ იყო, მაგრამ მაინც გამოვსულვარ და ამის გამო საშინელი დისკომფორტი მიგრძვნია. ასეთ დროს არაფერი არ გაინტერესებს, არც სხვისი რეპერტუარი, უბრალოდ, თავს ამოვარდნილად გრძნობ და მეტი არაფერი. თუმცა, სცენაზე გასვლის შემდეგ, შენი საქმე მაინც უნდა გააკეთო - უნდა იმღერო და დისკომფორტიც არ უნდა შეიმჩნიო. კომპრომისი სიმღერის არჩევის დროსაც მქონია. მაგრამ განსაკუთრებული გაღიზიანება არც ამ ფაქტორს გამოუწვევია. ზუსტად ვიცი, რომ ამით ბევრი არაფერი დამიშავებია, რადგან ხანდახან, პირიქით, ასეთი რაღაცეები საჭიროც არის. პოპია თუ მისი მსგავსი, ვცდილობ, ჩემთვის იყოს მუსიკალურად მისაღები და სასიამოვნო~. პასუხს მიახლოებით მაინც ვხვდები, მაგრამ შემდეგ კითხვას მაინც ვსვამ. და რა არის ის, რისი შესრულებაც წარმოუდგენლად გეჩვენება? ჰევი მეტალი. არის რაღაცეები, რასაც ვერც ვუსმენ, არათუ ვიმღერებ. მაგალითად, რეპი, ჰიპ-ჰოპი. შეიძლება მე არ მესმის და კარგია, მაგრამ ვერ ვუსმენ~.
იუმორის დოზა პასუხში აშკარად საგრძნობია, მაგრამ ჟანრების ეს მკვეთრი გამიჯვნა, ნიშნავს თუ არა ცალსახა უარს ექსპერიმენტებზეც?
არა, ექსპერიმენტების წინააღმდეგი არ ვარ. თუნდაც ბასას კლიპისიყვარული დაფრინავს~ ლიზასთან და უცნობთან ერთად. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ცუდი არჩევანი იყო, მაგრამ მე უსიამო განცდა არ დამრჩენია, პირიქით, მომეწონა. გააჩნია, ვისთან ერთად ვერთვები ექსპერიმენტებში. არიან ადამიანები, რომელთაც ვენდობი~.
ამ დროს მახსენდება ნატოს ბავშვობა მზიურში~, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციებში ინსცენირებული გაქცევები და ვეკითხები, ნუთუ, თუნდაც ქართულ ესტრადაში გამეფებული სიტუაციის გამო, თუნდაც სცენაზე ფეხმოკიდებული სუფრული სიმღერების გამო, არასდროს მონდომებია აქედან გაქცევა. აი, ასე - გაქცევა. თბილი ტანსაცმლის ჩალაგება, მესერზე გადაძრომა და გაქცევა. ანდა, გორაკზე ასვლა და ვინმე სოლოვიოვის საფლავზე ქართული საგალობლის დამღერება - წასვლა. გამოდის, რომ ესმზიური რადიკალიზმი~ მზიურ ბავშვობაში ჩარჩა.
ქართულ ესტრადაში რაც არ მომწონს, ვფიქრობ, სამართლიანად არ მომწონს: უხარისხო სიმღერები, მათი ხშირი გამოჩენა ტელე და რადიოეთერში... სუფრულ თემატიკას კი _ გააჩნია, როგორი ტიპის კონცერტში ჩასვამ და რა ხარისხით. მოკლედ, არის რაღაცეები, რაც არ მომწონს, მაგრამ მე შემიძლია უბრალოდ არ მომეწონოს და ამაზე გავიცინო, მეტი არაფერი. აქედან გაქცევა კი ნამდვილად არ შემიძლია. სხვა ენაზე მოლაპარაკე სოციუმში ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია. ჩემი სტიქია სახლია. შემიძლია სულ სახლში ვიყო. ცხადია, გასტროლი დისკომფორტს არ მიქმნის, პირიქით, მომწონს კიდეც, მაგრამ შინ დაბრუნება ყოველთვის უფრო სასიამოვნოა ხოლმე. ერთადერთხელ მომინდა საზღვარგარეთ დარჩენა. მაშინ თბილისი საშინლად არეული იყო, ჩვენ კიდევ ვენაში ვიყავით. მოვიხიბლე იქაური სიმშვიდით და ერთი გაფიქრება, ვიფიქრე, რომ იქ, იმ ქალაქში, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი. მსგავსი განცდა არ განმეორებულა~. რაც შეეხება თვითკმაყოფილებას? შრომის შედეგს ეს გრძნობა ხშირად ახლავს ხოლმე. მაგრამ მე, ძირითადად, უკმაყოფილო ვარ. მგონია, რომ რაღაცეებში ხელს ნერვიულობაც მიშლის. ხანდახან იმდენს ვნერვიულობ სცენაზე გასვლამდე, რომ მერე აღარაფრის თავი აღარ მაქვს. ვმღერი, ტაშია, გავდივარ სცენიდან და იმწამსვე ვიცი, რა არ გამომივიდა ისე, როგორც მინდოდა. ხანდახან ვამბობ კიდეც, აი, ახლა უკან დაბრუნების შანსი რომ მქონდეს, ზუსტად ვიცი, რასაც გამოვასწორებ~.


და სასცენო იმიჯი?


მაქსიმალურად სადა. ჩემთვის მთავარია, არ მაწუხებდეს რაიმე დეტალი. არც ფერების და სტილის არჩევის დროს გამოვირჩევი სითამამით. საერთოდაც, კაბაზე ზრუნვა ყველაზე საშინელი მომენტია. როგორც წესი, ლიზა მეხმარება ხოლმე, რადგან მე ნერვები მეშლება და მერე შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად ჩავიცვა, დავივარცხნო და ისე გავიდე სცენაზე~. გმადლობ, რომ სწორად გაატარე~
გია ყანჩელის მუსიკა კინოსა და თეატრისთვის~ საათზე მეტხანს გრძელდება, მაგრამ ათეულობით წელს იტევს, თან განახლებულს, რეტროსპექტირებულს. უკვე ვიცით, რომ იდუმალ ფრაზაშიყველას რაიმე აქვს სახსოვარი~, ნატო მეტონიძისთვის, პირველ რიგში, სწორედ ეს პროექტი მოიაზრება. თუმცა, აზრს ისევ სადად და უბრალოდ გამოხატავს: ეს ჩემთვის ძალიან ბევრი იყო~. როცა პროექტზე დაიწყეს მუშაობა, გია ყანჩელს პირველად შეხვდა. ამ შეხვედრამდე სულ ეგონა, რომ ინიციატივა იდეის დონეზე დარჩებოდა, ან თვითონ ვერ გაართმევდა სამუშაოს თავს. მაგრამ შეხვედრამ და იმან, რომ კომპოზიტორი ჩანაფიქრით უკმაყოფილო არ დარჩა, დაარწმუნა, რომ საქმე ადგილიდან დაიძრებოდა. ასეც მოხდა. ნიკა მემანიშვილმა არანჟირება, მუსიკალური მასალის მომზადება დაიწყო, თვითონ ვოკალზე უნდა ეზრუნა. იყო კომპოზიციები, რომელთაც ტექსტი არ ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი იყო მუსიკა სპექტაკლიდანროლი დამწყები მსახიობისთვის~. თვითონ ბატონმა გიამ შესთავაზათქარი ქრის~.
ასე დავიწყეთ მუშაობა. ვფიქრობდით ძალიან ბევრს. ყველასთვის იმდენად საყვარელ კომპოზიციებთან ვიწყებდით ურთიერთობას, რომ ძალიან საფრთხილოდ გვეჩვენებოდა. ეს მუსიკა ხომ ყველანაირ დროს უძლებს, უფრო ზუსტად, ყველანაირი დროის ადექვატურია. ვშიშობდით, რაიმე არ გაგვეფუჭებინა. ამდენი დეტალის გამო ძალიან გაგრძელდა სამუშაო პროცესი.მიმინოს~ თემით დავიწყეთ. ბუბა კიკაბიძე მღეროდა – გზები, გზები~. ეს ქართული ვარიანტი ირინა სანიკიძის ტექსტით შევცვალეთ.ნუ მეძახი~ _ ასე დაერქვა მუსიკალურ თემას, რომელიც ბატონ გიასაც ძალიან მოეწონა. მისმა კომპლიმენტმა კიდევ უფრო გაგვათამამა და ვცდილობდით, მუშაობის პროცესში რაღაცეები პერიოდულად მისთვის მოგვესმენინებინა. მაგალითად, უტექსტო მუსიკალური თემისთვის ფილმიდან დათვის კოცნა~ ტექსტი თვითონ შეარჩია. ნიკამ აჩუქა რატი ამაღლობელის ლექსების კრებული. თვითმფრინავში წაუკითხავს და ანტვერპენიდან დარეკა, ერთი ლექსი მომეწონაო, ნახეთსევდა~ და იქნებ მოერგოსო. შედეგი რატისაც ძალიან მოეწონა.
სცენაზე გადატანილმა იდეებმა პუბლიკა აღაფრთოვანა. მაგრამ მთავარი, ჩუმი და ყველაზე მასშტაბური სიამოვნებები მაინც მუშაობის პროცესში იყო – ფიქრების, მიგნებების, შემოქმედებითი აღგზნების.
რამდენჯერ დაგვთენებია თავზე. დოიც სულ ჩვენთან ერთად იყო ხოლმე. ნიკას ეხმარებოდა, ძველი სპექტაკლები წარმოსახვაში ზუსტი ემოციებით აღედგინა, მერე კომპოზიციაც ძალიან რომ არ დამახინჯებულიყო. სწორედ ამ პროცესში მივხვდით, რომ ვამუშავებთ მასალას, რომელიც ცოდოა მხოლოდ კომპაქტ-დისკისთვის; რომ საჭიროა მისი სცენაზე გადატანა. და მართლაც, კომპაქტი ჯერაც არ გამოსულა. ის ორი კონცერტი-დადგმა ოპერაში კი დღემდე ყველას ახსოვს~. გია ყანჩელი პრემიერის წინა პერიოდში ჩამოვიდა თბილისში. ერთ-ერთ რეპეტიციაზე დასწრებაც სცადა. მოულოდნელად დაადგა შემოქმედებით ჯგუფს თავზე. კართან ახლოს, სიბნელეში დადგა.ვერავინ ხედავდა. დოი და ნიკა ზურგით ისხდნენ, მე კი სცენიდან შევნიშნე და გავჩერდი, ხმა ვეღარ ამოვიღე. თავი ვიმართლე, კონცერტის წინ არ მინდა, თავი დავიტვირთო-მეთქი. მაგრამ მერე ჟანრი ლოლაშვილს ვუთხარი, რაც მოხდა და მან სთხოვა გიას, ისედაც ნერვიულობენ და ცოდოები არიანო. შორიდან მოგვესალმა და გავიდა~.
მერე იყო კონცერტი. შიში აღარ ერქვა იმას, რასაც ვგრძნობდი. მეგონა, რომ გაიღებოდა კარი, საიდანაც სცენაზე უნდა გავიდე და იქ დამთავრდებოდა ყველაფერი. ზუსტად იქ, ზღურბლზე, ფაქტის წინაშე როცა დავდექი, როცა ჯერ ხალხს ვერ ვხედავდი დარბაზში, მაგრამ ვხვდებოდი, რომ გადავსებული დარბაზის წინაშე მიწევდა გასვლა. გავაცნობიერე ყველაფრის მნიშვნელობა, ჩემი პასუხისმგებლობა. მივხვდი, რომ მორჩა, გამიშრება ყელი და წყალს ვერავინ მომაწვდის, შემეშლება რამე და თავიდან ვერ დავიწყებ~... იყო ორი კონცერტი და ორ საღამოს განცდილი უდიდესი სიამოვნება. ყველაზე დიდი კომპლიმენტი გია ყანჩელმა მითხრა. მადლობა გადამიხადა იმისთვის, ჩემი მუსიკა ასე სწორად რომ გაიგე და გაატარეო; რადგან თვითონაც თვლის, რომ არ არის ასე მარტივად გასატარებელი. მოსასმენად – შეიძლება კი, მაგრამ შესასრულებლად – არა~.
აი, ზუსტად ეს პროექტი მივსებს უქმად გატარებულ დროს. მართლაც იმდენად პასიური ვარ, რომ თავის დროზეც ბოლომდე ამავსო და ახლაც მყოფნის. მას შემდეგ მხოლოდ ერთი სიმღერა ჩავწერე, მაკა ცქიტიშვილის სიმღერა, რატი ამაღლობელის ლექსზე. რადიოში ტრიალებს, მაგრამ ნაკლებად პოპულარულია. ეს არ მადარდებს. მთავარია, რომ მე მომწონს ძალიან~. ეს ჩემი სახლია~
ბევრი ვილაპარაკეთ სახსოვრებზე. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული სახსოვარი თბილისის ჯაზ-ფესტივალი და აღფრთოვანებული კრის ბოტიც იყო:
ეს რაღაცით მართლაც ჰგავდა ზღაპარს. ყანჩელის პრემიერისთვის ჩაწერილი სინგლი კრის ბოტის ამერიკაში ჩემმა მეგობარმა სერგი ნაკაიძემ მოასმენინა~. მან კი თქვა, რომ ასეთი კარგი რამ დიდი ხანია არ მოუსმენია და სურვილი გამოთქვა, რომ თბილისში ჩამოსულს, ნატოსთან ერთად შეესრულებინა ეს და კიდევ ერთი კომპოზიცია, რომელიც მას სტინგმა აჩუქა. ასეც მოხდა. იმ საღამოს ჯაზ-ფესტივალზე ნატო მეტონიძემ და კრის ბოტიმ შეასრულესმიმინო~ და სტინგის ნაჩუქარი მელოდია. ნიკა მემანიშვილთან ერთად შესრულდა ყვითელი ფოთლებიც~. შემდეგ ეს კომპოზიცია კრისმა თავის კომპაქტშიც შეიტანა. მოკლედ, რაღაცით ეს საღამო მართლა ჰგავდა ზღაპარს. თუმცა, ასეა თუ ისე, უკვე ზეპირად ვიცი, რომ ნატოს ამ ყველაფრის განცდა და თავისთვის გახსენება უფრო სიამოვნებს, ვიდრე სხვებთან გაზიარება. ეს სულ არ მაღიზიანებს, რადგან უკვე მითხრა, რომ ასეთია - მშვიდი, სახლის მოყვარული.სახლი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. დედა მიყვება, თურმე, პატარაობაში, თავს მოვუყრიდი ხოლმე ჩემს თოჯინებს, მაგიდის ქვეშ შევძვრებოდი და იქ ვთამაშობდი – რადგან მომწონდა, რომ მქონდა ჩემი სივრცე, არავისთან გაყოფილი, მხოლოდ ჩემი~.


ასეა ახლაც. სახლის დასრულებას, რომელსაც მეუღლესთან, დათო ოძელაშვილთან ერთად იშენებს, სულმოუთქმელად ელის. დათო მევიოლინეა, ერთხანს რეროში~ უკრავდა, მაგრამ ახლა საკონცერტო ხმის რეჟისორია. ერთად სამი წელია, რაც ცხოვრობენ. ერთმანეთი ჯაზ-კლუბში გაიცნეს, აი, სწორედ მაშინ, თბილისში ცუდი დრო რომ იყო, აჭარის კლუბში კი - ჯაზური სითბო და განწყობა. ალბათ, მაშინ ამანაც იმოქმედა. რომანი თითქოს დაიწყო და არც დაიწყო. ნატოსთვის მძიმე აღმოჩნდა ის, რომ დათოს იმ პერიოდში ოჯახი ჰყავდა. ამიტომაც ერთმანეთს დაშორდნენ და ურთიერთობა მხოლოდ სამი წლის წინ აღადგინეს. და ახლა უკვე ნატოს ოჯახს ასე ჰქვია:მე და დათო~. ძალიან მიყვარს. ახლა ხმამაღლა მომინდა, ეს მეთქვა. რადგან ასე მგონია, თვითონ არც იცის, რა კარგი ადამიანია და ასე მგონია, ეს მარტო მე ვიცი. უბრალოდ, ხშირად, ისე გადის ხოლმე დრო, რომ ამის სათქმელად ვერ ვიცლი. არადა, საჭიროა~. მანამ კი, სანამ სახლი აშენდება, კომფორტს ძველი სიმღერები, მეუღლე და შეჩვეული ცხოვრების წესი უქმნის: 12 საათამდე ძილი, ფინჯანი ყავა და სიგარეტი, და ის აღმოჩენები საკუთარ თავში, თუ თუნდაც მეუღლეში, რომელიც ყოველდღიურობისა და საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრების ყველაზე დიდი ხიბლია. კიდევ რა უყვარს?როცა სიტყვების გარეშე შემიძლია ურთიერთობა, როცა უხილავი ძაფებია გაბმული შენსა და მას შორის და როცა ყველაფერი უთქმელად გესმის~.
ეს არის ნატო მეტონიძე. დაახლოებით მაინც. სულ – არავინ იცის.

#6(ივნისი) 2005 წელი

დატოვე კომენტარი